11 ივნისი 2026,   15:53
ვრცლად
"ქართულის" საფესტივალო სივრცე, რუსთავში გიწვევთ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ - ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის 10 დღიანი კონკურ-ფესტივალი "ქართული" დაიწყო. 

საზეიმო კონცერტი ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და  ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა.

საზეიმო კონცერტზე,  სპეციალურად ქართულისთვის შექმნილი პროგრამით წარდგნენ: "კახაბერი და ხანუმები", "შავნაბადა",  "მე რუსთველი", "თუთარჩელა" და ანსამბლი "ჯავარი"/

"რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურს-ფრსტივალი - "ქართული" გავხსენით.

უამინდობის მიუხედავად, უამრავი  რუსთაველი შეიკრიბა ჩვენს საფესტივალო სივრცეში გუშინ და სწორედ ამიტომ, ძალიან ემოციური, ლამაზი, ნამდვილი ქართული საღამო გამოგვივიდა.

დიდი მადლობა რუსთავის მერიის გუნდს იმ ერთგულებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ასეთი შედეგი მოაქვს. 

დღეიდან 10 დღის განმავლობაში, ქართულის საფესტივალო სივრცე გელოდებათ ყველას, ვისაც ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი გიყვართ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. 

ფესტივალი "ქართული" რუსთავში უკვე მესამედ იმართება.

წლევანდელ ფესტივალში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც  ჩაერთვებიან.

ქართული ქორეოგრაფიის მოყვარულებს, რუსთავის პარკში მოწყობილი საფესტივალო სივრცე, 10 დღის განმავლობაში მიიღებს.

დღის ამბები