აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ჯვარსა და ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მრავალბინიან კორპუსებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.