ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რეიტინგებზე, ინდექსებზე. ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანას აქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, რისი შედეგიც არის ის, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში მთლიანად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგია ის რეიტინგები და ინდექსები, რომლებსაც აქვეყნებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.