09 ივნისი 2026,   12:07
ვრცლად
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე კომპონენტის - წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის სპეციფიკას, ტესტირების ფორმატსა და შეფასების პრინციპებს. ასევე, განხილული იყო გამოცდისთვის მომზადებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დღის ამბები