09 ივნისი 2026,   10:48
ვრცლად
"თუ რაღაც იდეები აქვს და ჩვენზე მეტი შეუძლია, აგერ, თავის პარტია ჰყავს და შეუბეროს" - ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება

ოპოზიციაში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მორიგ Facebook-ლაივში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ საუბრობს.

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილს ალიანსის წესებს არ აღიარებს, რის გამოც მასთან შეთანხმება შეუძლებელია.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ქმედებები განწირულია და მხოლოდ მათი დასრულებისკენაა მიმართული.

"სრული საგიჟეთია. რაღაც არარეალისტურს ინდომებს. ამაზე ვერ შევთანხმდებით ვერასდროს. კანონის უზენაესობაზეც არ გვეთანხმება, მე წესებს თავზე ვერავინ მომახვევსო ყვირის. თუ რაღაც იდეები აქვს და ჩვენზე მეტი შეუძლია, აგერ, თავის პარტია ჰყავს და შეუბეროს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ალიანსში დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს პარტია "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაიაც. მისი შეფასებით, ოპოზიციური გაერთიანება თავიდანვე ტყუილზე იყო დაფუძნებული, სწორედ ამიტომ მათი დაპირისპირება არ აკვირვებს.

"ალიანსი რადგან არანაირ იდეაზე არ იდგა და მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული, ამიტომ ხდება მათ თავს ის, რაც ხდება.

ამ პროცესს რომ შეხედავს ხალხი, რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედოს ამ ყველაფერს და მხარი დაუჭიროს", - წერს ლევან ჯგერენაია სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები