08 ივნისი 2026,   22:08
ვრცლად
ვნახეთ არაერთი რეზოლუცია, ახლაც ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს, იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია ამ რეზოლუციებში, რომ სერიოზულად მათი აღქმა შეუძლებელია - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ, გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება დოკუმენტების შემუშავება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მორიგ რეზულუციაზე საქართველოს შესახებ, რომელსაც შემდეგ კვირაში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში განიხილავენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იქნა გათვალისწინებული.

"ჩვენ ვნახეთ არაერთი რეზოლუცია, ახლაც ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება დოკუმენტების შემუშავება. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იქნა გათვალისწინებული. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც იყენებენ გარკვეული ძალები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაც ნაკლებად გამოსდით, მაგრამ აზიანებენ მაქსიმალურად ევროკავშირის იმიჯს, პირველ რიგში და ევროკავშირის სახეს. იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია ამ რეზოლუციებში, იმდენად არის დეზინფორმაციული, რომ უბრალოდ შეუძლებელია სერიოზულად მათი აღქმა,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები