08 ივნისი 2026,   22:34
ვრცლად
"კლინიკური შემთხვევა" - ცნობილი იტალიელი მწერლისა და დრამატურგის, დინო ბუცატის ორმოქმედიანი პიესა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება

"კლინიკური შემთხვევა" - ცნობილი იტალიელი მწერლისა და დრამატურგის, დინო ბუცატის ორმოქმედებიანი პიესა, ხვალ, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. სპექტაკლში მოთხრობილია სიურრეალისტური, ირონიული და, ამავდროულად, შემზარავი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებს უსულო სამედიცინო სისტემა და აპარატურა სრულიად ჯანმრთელ ადამიანს.

დინო ბუცატი კლინიკას მეტაფორად იყენებს და აკრიტიკებს ბიუროკრატიულ, მექანიზებულ საზოგადოებასა და ადამიანის იმ უნარს, ბრმად მიენდოს სისტემას, რაც საბოლოოდ პიროვნების სრულ დეპერსონალიზაციას იწვევს. დინო ბუცატის "კლინიკური შემთხვევა" ქართულ თეატრში პირველად იდგმება, მისი საპრემიერო ჩვენებები კი 10 და 11 ივნისს გაიმართება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები