სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.
"სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმების 49.81%-ი მიიღო; მეორე ადგილზეა ბლოკი "ძლიერი სომხეთი" – 23,33%-ით; მესამე ადგილს იკავებს ბლოკი "სომხეთი" 9,99%-ით, მეოთხე ადგილს კი, პარტია "აყვავებული სომხეთი" – 3,94%-ით.
სხვა პარტიებმა 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. სომხეთი პარლამენტი 4 პარტიით დაკომპლექტდა.