05 აგვისტო 2026,   01:29
ვრცლად
ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს - შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროდ, ევროპაში ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები, რომლებსაც პირდაპირ სურთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა, - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.

სპიკერის განცხადებით, ევროპაში ქვეყნის მტრები არსებობენ, რომელთაც საქართველოს დაზიანება სურთ, ბრიუსელის მხრიდან კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები კი ასოცირების შეთანხმებას არღვევს.

შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვალდებულია პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და შეაჩეროს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

"როდესაც ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები