08 ივნისი 2026,   11:00
ვრცლად
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ მან "ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა".

დღის ამბები