07 ივნისი 2026,   19:07
ვრცლად
ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის მუსიკალურ ფესტივალებზე - ანსამბლი "ბასიანი" 13-21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" 13-21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.

13 ივნისს "ბასიანი" საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს DISCANTO-ს გახსნის, კონცერტი ქალაქ ტრენტოში, მე-12 საუკუნუნის მონასტერში Badia di San Lorenzo-ში გაიმართება.

14 ივნისს, ქალაქ პრატოში, Duomo Di prato, di Santo Stefano-ს ტაძარში კი, "ბასიანისა" და ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ "ივერიონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

იტალიური ტურნე, უმბრიას ისტორიული დედაქალაქ პერუჯაში 18 ივნისის კონცერტით
გაგრძელდება.

კონცერტი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, out- of- season Amici della Musica di Peruga, basilica di S. Pietro-ს ტაძარში გაიმართება.

"ბასიანი" 20 ივნისს, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე - Internationale di Musica Portogruaro წარდგება, კონცერტს ზღვისპირა ქალაქ კაორლეს ისტორიული, მე-11 საუკუნის duomo di santo Stefano-ს ტაძარი უმასპინძლებს. 

ბასიანის იტალიური ტურნე 21 ივნისს, გორიცას პროვინციაში დასრულდება. ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს Piccolo Opera festival- ში რომელიც წელს მე-19 ჩატარდება. კონცერტი presso il Duomo di Cormons საკათედრო ტაძარში გაიმართება.

მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.

დღის ამბები