07 ივნისი 2026,   16:09
ვრცლად
მადლობა უფალს, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო სინანულისთვის - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები და მშობლები სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მივიდნენ.

პატრიარქის თქმით, ყველა წმინდანის ხსენების დღე ეკლესიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის მორწმუნეებს წმინდანთა ცხოვრების მაგალითსა და სულთმოფენობის შემდეგ ეკლესიის მიერ აღზრდილ სულიერ ღვაწლს ახსენებს. 

"სულთმოფენობიდან პირველ კვირას აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. ეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე. ეკლესია გვაჩვენებს ჩვენ, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, დიდება და მადლობა უფალს, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო სინანულისთვის", - აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III.

დღის ამბები