07 ივნისი 2026,   14:01
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს თავდასხმის ობიექტად, რაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებაზე

გვარამია, წითლიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი - ყოფილ და მოქმედი "ნაციონალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირება ურთიერთბრალდებების მორიგ სერიაში გადაიზარდა.

ყოფილ "ნაციონალებს" დღეს მოქმედებმა პოლიტიკური წარსული კიდევ ერთხელ შეახსენეს, და თქვეს, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება სააკაშვილი აკრიტიკონ.

"მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი" - "ფედერალისტების" ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" მძიმე ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. აზიარებს ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც ნიკა გვარამიას "ნაციონალური მოძრაობის" ძარცვასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

თამარ ჩერგოლეიშვილის საპასუხოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც პარტია თავდასხმის სამიზნე ობიექტად აირჩიეს, თავადაც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იყვნენ.

პარტიის  გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ამ პარტიას, მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმა ამორალურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იყო ეს ხალხი, იყვნენ არა თუ დაკავშირებულნი, არამედ წარმოადგენდნენ "ნაციონალურ მოძრაობას". მაშინ, როდესაც რეპრესიები გადავიდა ახალ ფაზაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, ამ დროს მოხდა მათი გამიჯვნა "ნაციონალური მოძრაობისგან". უკვე შემდგომში, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს თავდასხმის სამიზნე ობიექტად, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც არის გაუმართლებელი ამბავი და ეს საერთო პოზიციაა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

დღის ამბები