07 ივნისი 2026,   12:08
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და "სამოქალაქო კონტრაქტის" პარტიის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა შენგავიტის რაიონში მდებარე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. ასევე "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი, სამველ კარაპეტიანი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა". 

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

დღის ამბები