06 ივნისი 2026,   16:41
ვრცლად
გიგი წერეთელი ოპოზიციაზე: ყველა უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებასა და ლიდერებს შორის ურთიერთბრალდებებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი ეხმაურება. მისი შეფასებით, ოპოზიციური ალიანსის წევრებს შორის წარსულის გამოცდილებასა და პოლიტიკურ ხედვებზე კამათი ბუნებრივია, თუმცა ამჟამინდელ ეტაპზე, პოლიტიკური პროცესების პრიორიტეტი საერთო მიზნების დაცვა უნდა იყოს.

"ჩვენ რომ დავიწყოთ გარჩევა, ალიანსის რომელ წევრს რა წინაპირობები აქვთ იმისთვის, რომ დღეს იკამათონ, ეს ძალიან უმადური საქმეა, აბსოლუტურად არასწორი საქმეა და ჩვენ როცა ეს ალიანსი შევქმენით, ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. ბუნებრივია, არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება გვაწუხებდეს, ისტორიულად, წარსულის და ა.შ. შეიძლება იყოს გარკვეული კამათიც, მაგრამ წინა პერიოდშიც და ამ შემთხვევაშიც, მგონი, ყველა უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები