ეროვნული არქივის კინოდარბაზი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს.
5-დან 7 ივნისის ჩათვლით, მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, პირველად იხილოს ცნობილი ქართველი რეჟისორების, მათ შორის ზაზა ურუშაძისა და რეზო ესაძის, განახლებული ნამუშევრები.
კინოცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივ პროექტზე დასწრება თავისუფალია.