06 ივნისი 2026,   01:24
ვრცლად
ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: მე წინააღმდეგი არ ვარ, დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

"მე წინააღმდეგი არ ვარ. ვგულისხმობ, დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები. მე ვარ ის, ვინც ისინი ამ პოზიციამდე მიიყვანა. და ვფიქრობ, ეს მოგვარდება. ვფიქრობ, ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, სადაც რუსეთი და უკრაინა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

"ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მაგრამ ვფიქრობ... ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება," - აცხადებს ტრამპი. 

დღის ამბები