06 ივნისი 2026,   00:16
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერს, დენიელ ლურის შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს, სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სან-ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სან-ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.

მინისტრმა მერს მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესზე, ხაზი გაესვა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს.

აღინიშნა სან-ფრანცისკოს გამორჩეული როლი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში და არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობა ქართული მხარისთვის, რასაც ხელს შეუწყობს ინოვაციების ჰაბი.

დღის ამბები