თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმის ფარგლებში დისკუსიები იმართება მშვიდობის როლზე, პოლიტიკურ სუვერენიტეტსა და ეროვნული კეთილდღეობისთვის საჭირო გზებზე. მასშტაბურ ფორუმს თბილისი 4 დღის განმავლობაში მასპინძლობს.
ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი ქვეყნის მიერ არჩეულ უსაფრთხოების სტრატეგიას აფასებს.
"საქართველო ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ვითარებაში კი ევროკავშირი, სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთიც, აქტიურად ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენა სანქციების მუქარით მოახდინოს. თბილისმა აირჩია საუკეთესო გზა, ეს არის მომავალზე კონცენტრირება და საკუთარი ხალხის უსაფრთხოების დაცვა. რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ამ გეგმაზე უნდა კონცენტრირდეთ. ჩვენ კი, როგორც დღეს აქ ფორუმზე ითქვა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს გასაძლიერებლად," - აცხადებს იან პრაუდი.