05 ივნისი 2026,   11:43
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 3 კილოგრამამდე „მეთადონი“, „კოკაინი“, „მეფედრონი“, „მარიხუანა" და „პრეგაბალინი“.

"პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები