05 ივნისი 2026,   10:36
ვრცლად
ძლიერი გზავნილები არის იმედისმომცემი, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები მივა იმ ნიშნულამდე, რომელსაც საქართველო იმსახურებს - მაკა ბოჭორიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება იმ დამოკიდებულების, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

"ძლიერი გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის იმედისმომცემი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს იმ ნიშნულამდე, რომელსაც იმსახურებს საქართველო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

კრისტოფერ ლანდაუმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, "სამწუხაროდ, ბოლო წლებში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ვისურვებდი, ეროვნულ დღეზე ჩემი დასწრება არის სიმბოლო სურვილისა, დავათბოთ ურთიერთობები".

დღის ამბები