04 ივნისი 2026,   16:50
ვრცლად
"გახსოვდეთ, ქვეყნის კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჯანსაღ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოზე. სწორედ ასეთი გარემო აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას" - ჯონ მერშჰაიმერი

"გახსოვდეთ, ქვეყნის კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჯანსაღ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოზე. სწორედ ასეთი გარემო აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას" - ამის შესახებ პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი, ჯონ მერშჰაიმერი საუბრობს.

ჯონ მერშჰაიმერი ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ დიდი ძალების პოლიტიკას და აანალიზებდნენ, როგორ აისახება ის ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.  

"დღეს ეკონომიკა და უსაფრთხოება ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, როგორც არასდროს. თუ ისეთი ქვეყნის განვითარებით ხართ დაინტერესებული, როგორიც საქართველოა, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ გეოპოლიტიკას, რომელიც დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან დიდი სახელმწიფოები. ეს ძალები, რომლებიც საერთაშორისო სისტემის "გორილებად" შეიძლება მივიჩნიოთ, უზარმაზარ გავლენას ახდენენ შედარებით მცირე ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. სწორედ ამიტომ, საქართველოს მსგავსი ქვეყნები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ დიდი ძალების პოლიტიკას და აანალიზებდნენ, როგორ აისახება ის ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მსოფლიოში ორი მსხვილი კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან გავლენას ატარებს მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. გახსოვდეთ, ქვეყნის კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჯანსაღ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოზე. სწორედ ასეთი გარემო აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას.

დღის ამბები