04 ივნისი 2026,   15:48
ვრცლად
ზელენსკის მთავარი მრჩეველი ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: "თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე ცოცხალი მივიდეს, უმჯობესია, გაჩუმდეს"

"თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე ცოცხალი მივიდეს, უმჯობესია, გაჩუმდეს", - ასე მიმართა ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ალექსანდრ ლუკაშენკოს და მოუწოდა, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გაჩუმდეს.

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოლოდროინდელ განცხადებებს უკრაინის მისამართით პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს.

"როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს, პენსიამდე მიაღწიოს, ძალაუფლების ტრანზიტი უზრუნველყოს და დინასტია ააშენოს, მისთვის მაინც სასურველი იქნებოდა, დღეს უბრალოდ გაჩუმებულიყო", - განაცხადა პოდოლიაკმა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, ბელარუსის მოქალაქეებს ბევრად უფრო მკაფიოდ ესმით განსხვავება მშვიდობასა და ომს შორის და ლუკაშენკომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს შიდა რისკები და პირადი შედეგები.

მან ლუკაშენკოს ურჩია, "თვალში არ გაეჩხიროს" უკრაინას და განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე განსაზღვრეს პირველი 500 პოტენციური სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე.

დღის ამბები