ფოთის "ოქროს ტბა" ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატისთვის ემზადება - ივლისში, წყალსათხილამურო სპორტის გრანდიოზულ ტურნირს 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი ეწვევა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მეძმარიაშვილი ადგილზე გაეცნო. ბაზაზე უკვე ეწყობა VIP ზონები, ახალი ტრამპლინი და სანაპირო ზოლი.