ფეიკ ნიუსის მიერ გავრცელებული ცნობები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთთან საუბარი შეწყვიტეს, მცდარია - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, როგორც ტრამპი აღნიშნავს, დროა, ირანმა შეთანხმებას მიაღწიოს:
"ფეიკ ნიუსის მიერ გავრცელებული ამბები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთთან საუბარი შეწყვიტეს, მცდარია.
ჩვენ შორის საუბრები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა, მათ შორის ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, ერთი დღის წინ და დღესაც. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი, "დროა, ასე თუ ისე, შეთანხმებას მიაღწიოთ. თქვენ ამას 47 წელია აკეთებთ და აღარ შეიძლება ამის გაგრძელება!" - წერს დონალდ ტრამპი.