02 აგვისტო 2026,   01:25
ვრცლად
3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო, 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის საერთო საცხოვრებლების, მუხიანის II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალის სამხედრო დასახლების, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, ახმეტელის, გაბაშვილის, ავალიშვილის, ქერჩის, რიკოთის, განთიადის, კერესელიძის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, დუმბაძის, ლურჯქედის, ხევძმარის, ონის, კერესელიძის და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ვარაზის ხევის ტერიტორიის, ბაკურციხის, ლიხაურის, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ჭიათურის, ქარელის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, თამაზ ჭილაძის, სულხან ნასიძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, ბასილაიას, გოჩა აბაშიძის, ფხაკაძის და შავერზაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები