02 აგვისტო 2026,   02:51
ვრცლად
მაია ბითაძე კომიტეტის წევრებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან ერთად, ბოლნისში, კომპანიების "RMG Copper"-ისა და "RMG Gold"-ის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე კომიტეტის წევრებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან ერთად, ბოლნისში, კომპანიების "RMG Copper"-ისა და "RMG Gold"-ის საწარმოო ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

დაათვალიერეს მადნეულის კარიერი. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული "ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი" მონიტორინგს უწევს ქვემო ქართლის რეგიონში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებს და გასცემს რეკომენდაციებს.

"მათ ჰქონდათ საშუალება, მოენახულებინათ როგორც სარეკულტივაციო ტერიტორიები, ასევე, ის ტექნოლოგიური ცვლილებები წიაღის მომპოვებელი კომპანიის ტერიტორიაზე, რაც, პრაქტიკულად, იძლევა პროცესის გაუმჯობესების საშუალებას, ისევე, როგორც რეკულტივაციის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები