18 ივნისი 2026,   07:25
ვრცლად
ბრიტანეთის პოლიციამ გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 18 წლის ჰენრი ნოვაკის გარდაცვალების მომენტს ასახავს

ბრიტანეთის პოლიციამ გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერი, რომელიც 18 წლის ჰენრი ნოვაკის გარდაცვალების მომენტს ასახავს. მასალაში ჩანს, რომ უდანაშაულო, დაჭრილი ახალგაზრდა, მკვლელის ცრუ ჩვენების და მითითების საფუძველზე, ოფიცერმა ჯერ ქვაფენილზე გაათრია, შემდეგ კი ხელბორკილები დაადო.

ოჯახი პოლიციის მხრიდან მომაკვდავის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს.

ვიდეოში ისმის, რომ მსხვერპლი პოლიციას დახმარებას სთხოვს, რაზეც პოლიციის ცინიკურ რეპლიკას და უარს იღებს. გაირკვა, რომ ჰენრი ნოვაკმა ოფიცრებს 9 ჯერ გაუმეორა, რომ ვერ სუნთქავდა და ოთხჯერ თქვა, რომ დაჭრილია.

გუშინ, ბრიტანეთის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ნოვაკი სარიტუალო დანით მოკლა დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმეზე ამ დრომდე არ არის დაკავებული არც ერთი პოლიციელი.

დღის ამბები