01 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის, იმიტომ, რომ ესენი მაქსიმალური ვადით უნდა გაარიდონ საზოგადოებას, რომ სხვა მსხვერპლი აღარ იყოს - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს მოსამართლე სასჯელის ზომას დღეს განუსაზღვრავს.

ორივე ბრალდებული, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გიგა ავალიანის დედის განცხადებით, მოლოდინი აქვს მაქსიმალური სასჯელის, რადგან ეს ადამიანები მაქსიმალური ვადით უნდა გაარიდონ საზოგადოებას, რათა სხვა მსხვერპლი აღარ იყოს.

"ჩემი ოჯახი გადაეყარა ძალიან დიდ დანაშაულებრივ ბანდას, რომელიც საშიშია მთელი სახელმწიფოსთვის. მოსამართლეს ამ წუთში აქვს "პეპლის ეფექტის" ვალდებულება საქართველოს მომავლის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას კარგად იაზრებს. მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის, იმიტომ, რომ ესენი მაქსიმალური ვადით უნდა გაარიდონ საზოგადოებას, რომ სხვა მსხვერპლი აღარ იყოს", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დღის ამბები