02 აგვისტო 2026,   10:04
ვრცლად
ფონდი "ქართუ" გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება შესაბამისი ახალი პარკის მოწყობას - ნიკოლოზ ჩხეტიანი

საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს "აკვა ცენტრისგან" შეიძინა ფონდმა "ქართუმ" და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი.

ახალი პარკის მოწყობის მნიშვნელობაზე ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ამახვილებს ყურადღებას.

"ფონდი "ქართუ" გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება შესაბამისი ახალი პარკის მოწყობას. ანუ, კიდევ ერთი ძალიან ლამაზი სივრცე დაემატება ამ რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ ნაკადებს, ისე ჩვენი მოქალაქეების დასვენებას," - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ეს კიდევ ერთი სიახლეა "Starring Georgia"-ს ეკოსისტემაში - მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი "დინოტოპია" გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი. "დინოტოპია" შეკვეთილში, "ციცინათელას" პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.

დღის ამბები