უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი კვლავ უარს იტყვის გადადგომაზე, მისი მთავრობა დაიწყებს სამართლებრივ პროცედურებს წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პრეზიდენტის, ტომაშ შუიოკის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პარტია "ტისამ" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირობა დადო, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში ორბანის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, რომელიც ძირითადად ფორმალური თანამდებობაა.
მადიარმა არაერთხელ მოუწოდა შუიოკს გადადგომისკენ. ახალი პრემიერ-მინისტრი ორბანის მმართველობის დროს, 2024 წელს არჩეულ პრეზიდენტს კრიტიკულ საკითხებში ეროვნული ერთიანობის წარმოჩენის უუნარობაში და ორბანისა და მისი მთავრობის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს.
შუიოკი თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.