01 აგვისტო 2026,   21:52
ვრცლად
ივანე ჩხაიძე: ყოველწლიურად მსოფლიოში დენგეს ვირუსის 350 000 შემთხვევა ფიქსირდება, საქართველოში 2017 წლიდან - ერთეული შემთხვევები

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი გასულ კვირას ერთ პირს დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. 

რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.

"დღეისათვის ითვლება, რომ ყოველწლიურად დენგეს ვირუსის 350 000 შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. ძირითადი კერა, ეს არის სამხრეთ ამერიკა და ასევე აზიის ქვეყნები. აქ გადამტანი არის კოღო. იმ ქვეყნებში, სადაც კოღო არის გავრცელებული, მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა, შესაძლებლობა ამ ინფექციის გავრცელების არის მართლაც ძალიან დიდი.

საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველ წელს, 2017 წლიდან დაწყებული, ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები.

ებოლა გაცილებით უფრო საშიში ვირუსია, თუმცა ამავდროულად მას ახასიათებს ლოკალური გავრცელება და სულ რამდენიმე ქვეყანაშია უფრო მეტად დაფიქსირებული.

გავრცელება შეიძლება დაავადებული ადამიანიდან ან გარდაცვლილიდან გამოყოფილი სხეულის სითხეებით. 50 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ამ ვირუსის შემთხვევა მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში, გარდა ამ ლოკალური ზონისა", - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები