04 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა. საზეიმო ცერემონია შთამბეჭდავი იყო, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა გამართეს. გაიმართა ლაზერშოუ, გადაიფრინა შსს-ს კუთვნილმა ვეტრმფრენმა.

ღონისძიების ბოლოს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის, რამდენიმე სამართალდამცავი სხვადასხვა ორდენითა და სიგელით დაჯილდოვდა.  

ღონისძიებაზე, პოლიციელებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მილოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მამუკა მდინარაძემ.

საზეიმო აღნიშვნას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს სხვა წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დღის ამბები