"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გავრცელებულ კრიტიკულ წერილს ეხმიანება.
"მიხეილ სააკაშვილის კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ და მუდმივად სწორება აქვთ მიხეილ სააკაშვილზე. ეს გამოხმაურებები და თავდასხმები მიხეილ სააკაშვილზე მახსენებს ერთ ქართულ ლექსს - "აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო".
ამბობენ, რომ ეს განწყობები მას ახასიათებდა ადრეულ ეტაპზეც, თუმცა, ალბათ, ჯობია, ეს უფრო ძველ და გამოცდილ წევრებს ჰკითხოთ. საბოლოო ჯამში, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე სამიზნის მომართვა, რადგან მას ამ ქვეყნის გამარჯვება უნდა, საქმიანი რჩევები აქვს მათ მიმართ - ის არავის არ ებრძვის და არავისზე არ ეჭვიანობს", - აცხადებს ფავლენიშვილი.