ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის თეატრის მსახიობებს შეხვდა.
ქალაქის მერმა მაკედონიაში გამართული მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ მსახიობს, ჯანო იზორიას, საერთაშორისო წარმატება მიულოცა. მსახიობმა სპექტაკლში - "ყვარყვარე" შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თეატრის შემოქმედებით საქმიანობას, მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თეატრის განვითარებასა და ახალი პროექტების განხორციელებას.