„აქციამდეც არ აკლებდნენ ერთმანეთს, მანამდეც მიმდინარეობდა აღნიშნული დაპირისპირება, აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს. ეს წარმოუდგენელია, აღნიშნული ერთობა შეუძლებელია“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური ძალები ერთმანეთს აქციამდეც აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათ შორის რეალური ერთობა შეუძლებელია. თბილისის მერი იხსენებს, რომ მსგავსი გაერთიანების მცდელობები არაერთხელ ყოფილა - „ხან ფანჩატური, ხან გაურკვეველი შეკრება“ - და აღნიშნავს, რომ როცა პოლიტიკური ძალები გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ და საკუთარი ნების წინააღმდეგ მიდიან, ერთობაზე საუბარი შეუძლებელია.
"აქციამდეც არ აკლებდნენ ერთმანეთს, მანამდეც მიმდინარეობდა აღნიშნული დაპირისპირება, აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს. ეს წარმოუდგენელია, აღნიშნული ერთობა შეუძლებელია. ჩვენ მანამდეც გვაქვს ნანახი არაერთი პლატფორმა, მცდელობა იმისა, რომ თითქოს ერთიანდებოდნენ, ხან ფანჩატური იყო, ხან კიდევ რაღაც გაურკვეველი შეკრება. რთულია იმიტომ, რომ როდესაც შენ იღებ გარედან დავალებებს, რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და მიდიხარ შენი ნების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა შეუძლებელია რაღაც ერთობაზე საუბარი“, - აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.