ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში - შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7-მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამუშაოების დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება.
პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი.