18 ივნისი 2026,   10:13
ვრცლად
თეთრი სახლის განცხადებით ამერიკელებს, რომლებსაც ებოლას ვირუსთან შემხებლობა ჰქონდათ, კენიის სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნიან - რუბიოს თქმით, ინფიცირებულებს აშშ-ში შესვლის უფლება არ მიეცემათ

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კენიაში სამედიცინო დაწესებულებას ხსნის, რათა ებოლას ვირუსით დაავადებულ ამერიკის მოქალაქეებს უმკურნალონ, რომლებიც ვირუსის ამჟამინდელი აფეთქების ზონაში დაინფიცირდნენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

როგორც abcnews-ი ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, აშშ კენიაში თანამედროვე ობიექტს შექმნის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტთან და საომარი მოქმედებების დეპარტამენტთან კოორდინაციით იფუნქციონირებს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ადმინისტრაცია „შეერთებულ შტატებში ებოლას არცერთ შემთხვევას არ დაუშვებს“.

“ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ ებოლას ვირუსის შეღწევას შეერთებულ შტატებში. მრავალი სააგენტო მონაწილეობს ადამიანების კვალის პოვნაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ებოლას ვირუსით ინფიცირებული არც ერთი ადამიანი ვერ შემოვიდეს ქვეყანაში და არ შექმნას პრობლემები. ჩვენ გვჯერა, რომ ამის გასაკეთებლად კარგ პოზიციაში ვართ“, - განაცხადა რუბიომ.

დღის ამბები