ნიუ-ჯერსის შტატში, საიმიგრაციო იზოლატორის მიმდებარედ, ძალოვნებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველებისთვის გზის ბლოკირება სცადეს.
დაპირისპირების დროს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტებმა "წიწაკის სპრეი" და ხელკეტები გამოიყენეს, რამდენიმე პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მედია წერს, რომ დემონსტრანტები ადგილზე იმ დაკავებული პირების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომლებმაც დაწესებულებაში არსებული პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადეს.