ამერიკამ ირანის სამხრეთით, სამხედრო ობიექტს დაარტყა. საპასუხოდ, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ მათ ამერიკულ ავიაბაზას შეუტიეს.
ცნობილი გახდა, რომ ქუვეითის არმიამ თავის საჰაერო სივრცეში რაკეტები და დრონები მოიგერია.
სწორედ ქუვეითში მდებარეობს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა.
სამხედრო ესკალაციის ფონზე, ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს რეალურად სურს ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც ომს დაასრულებს, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ის მზადაა ირანზე დარტყმები განაახლოს.