ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში გრძელდება. დელეგაცია დილიდან ოპოზიციის ნაწილს შეხვდა. "თბილისი მერიოტში" იმყოფებოდნენ კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრები.
"შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში. ასე არ არის და ვერც იქნება. როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ, წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს. ამ წინაპირობების გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.