04 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს არხს, რომ ქართველ გულშემატკივარს მისცა საშუალება, თვალი ადევნოს და უგულშემატკივროს საყვარელ ნაკრებებს" - დავით სირაძე

მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" - პირველად არხის ისტორიაში, პირდაპირ ტრანსლირებას ტელეკომპანია Setanta Sports-თან ერთად ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახორციელებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. ესაა პლანეტის უდიდესი სპორტული მოვლენა, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით ოლიმპიურ თამაშებსაც კი უსწრებს.

2026 წლის 23-ე მუნდიალი სრულიად ახალ მასშტაბებს შეიძენს, რადგან მასპინძელი სამი უდიდესი ქვეყანაა - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა, რომლებსაც საფეხბურთო სანახაობისთვის 16 ულტრათანამედროვე სტადიონი აქვთ. ეს ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც ისტორიული მომენტია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს ორი არხი ერთდროულად გადასცემს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რეკორდულია გუნდების რაოდენობით. ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 ქვეყნის ეროვნული გუნდი ითამაშებს. მსოფლიოს ახალი ჩემპიონი 19 ივლისს გამოვლინდება.

ვეტერანი ფეხბურთელი, დავით სირაძე ტელეკომპანიას მადლობას უხდის, რადგან ფეხბურთს გულშემატკივარს საშუალება მისცა, თვალი ადევნოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას.

"რა თქმა უნდა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ელოდებოდა, თუ სად გაშუქდებოდა. "რუსთავი 2-მა" ეს მოიპოვა და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს არხს, რომ ქართველ გულშემატკივარს მისცა საშუალება, თვალი ადევნოს და უგულშემატკივროს საყვარელ ნაკრებებს.

იმედია, მომავალში ჩვენი ნაკრებიც გავა და ვითამაშებთ მსოფლიო ჩემპიონატს. 4 წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ამას ელოდება გულშემატკივარი. იმედს ვიტოვებ, რომ კარგი სანახაობა გვექნება", - განაცხადა დავით სირაძემ.

დღის ამბები