12 აგვისტო 2026,   18:20
ვრცლად
რა რაოდენობა ადამიანებიც არიან ამ რადიკალური, ნახევრად კრიმინალური, პოლიტიკურ მანტიაში გადაცმულნი ე.წ. პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, იგივე ეყოლებათ, რომელი არჩევნებისთვისაც არ უნდა ემზადონ - დავით მათიკაშვილი

"საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ვადამდელისთვის, თუ 2028 წელს ჩანიშნული არჩევნებისთვის მოემზადება, რადგან მათ ზუსტად იმდენი ამომრჩეველი ეყოლებათ, რამდენიც დღეს ჰყავთ.

"საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს ჩვენ არაერთგზის გვითქვამს. სარჩელი დავწერეთ და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მტკიცებულებები არის იმდენად მყარი და ისეთი წონის, რომ მსოფლიოს რომელმა სასამართლო შეიძლება ამაზე უარი თქვას არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში სასამართლოს გადასაწყვეტია.

სანამ პოლიტიკურ ავანსცენაზე მათ საქმიანობის უფლება აქვთ, უნდათ რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადონ და უნდათ 2028 წლის არჩევნებისთვის. სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის, მათი ნებაა როგორ დააჯერებენ თავის თავს და მათ ერთ მუჭა ამომრჩეველს. ამას პრინციპულად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან განსხვავებული შედეგი მათ პოლიტიკურ გზაზე არ დაგდება. რა რაოდენობა ადამიანებიც არიან ამ კონკრეტული რადიკალური, ნახევრად კრიმინალური, პოლიტიკურ მანტიაში გადაცმულნი ე.წ. პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, იგივე ეყოლებათ, შეიძლება დააკლდეთ კიდეც, რომელი არჩევნებისთვისაც არ უნდა ემზადონ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები