10 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
საქართველო ITB CHINA-ზე - რამდენად დიდია ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ

ITB CHINA-ზე ქართული სივრცე ყველაზე ხალხმრავალია. ჩვენი ქვეყნის კულტურას უკვე მეორე დღეა - ათასობით სტუმარი ეცნობა. ქართული ფოლკლორი და ქორეოგრაფია - გამოფენის სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამაა მომზადებული.

ყველაზე დიდი აღფრთოვანება ქართულმა სამზარეულომ დაიმსახურა. სტუმრებმა სხვადასხვა კუთხის კერძები დააგემოვნეს. პარალელურად გაიმართა ღვინის დეგუსტაციაც.

ღონისძიების ფარგლებში ტარდება მასტერკლასებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ თიხაზე, ქსოვილებზე, გაიცნონ ქართული ანბანი.

ITB CHINA-ს ფარგლებში მიმდინარეობს ბიზნეს-შეხვედრებიც. გამოფენის ვიზიტორებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს 30-მდე კომპანია აცნობს. მათი წარმომადგენლები ამბობენ რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ვიზიტორების მოზიდვა და ქართული ბიზნესის ხელშეწყობა - ეს ღონისძიების მთავარი მიზანია. ქართული მხარე ჩინეთთან, როგორც სტრატეგიულად სამიზნე ბაზართან, კავშირების გაღრმავებაზე მუშაობას აგრძელებს. ამ შეხვედრების ერთ-ერთი შედეგია - პირდაპირი ავიარეისებიც - შანხაისა და თბილისს შორის.

ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. აზიის რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 400 კვ მეტრი ტერიტორია სწორედ ქართულ სტენდს უკავია, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

დღის ამბები