02 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
"ფეხბურთი ყველასია, ყველამ უნდა უყუროს, ძალიან კარგია, რომ ეს ამბავი გადაწყდა" - მამუკა კვარაცხელია "რუსთავი 2-ზე" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებაზე

სპორტული ჟურნალისტი, მამუკა კვარაცხელია "რუსთავი 2-ზე" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებას ეხმაურება.

"ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა მოება თავი და ვიყიდეთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლება. სახლში, დიდ ეკრანებთან ლამაზად ვუყურებთ. ფეხბურთი ყველასია, ბურთი დედამიწასავით მრგვალია, ყველამ უნდა უყუროს. ძალიან კარგია, რომ ეს ამბავი გადაწყდა," - აღნიშნა სპორტული ჟურნალისტმა, მამუკა კვარაცხელიამ.

პირველად არხის ისტორიაში მუნდიალის პირდაპირ ტრანსლირებას Setanta Sports-თან ერთად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახორციელებს. ამერიკის კონტინენტზე 23-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. "რუსთავი 2-ს" ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი ტრანსლირების გამოცდილება უკვე აქვს. დიდი ფეხბურთი არხზე ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატით ბრუნდება.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები