კომენტატორი, დავით მინაშვილი "რუსთავი 2-ზე" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებას აფასებს და იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია მსოფლიო საფეხბურთო მოვლენას მაღალ დონეზე გააშუქებს.
"მსოფლიო ჩემპიონატი არის ის განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც გულშემატკივარი 4 წელი ელოდება. სატელევიზიო თვალსაზრისით, მსოფლიოში ალბათ არ არსებობს უფრო მეტად ყურებადი მოვლენა, რასაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ტელევიზიისთვის ხელი მოკიდოს ამას, გააშუქოს. მე ვფიქრობ, რომ "რუსთავი 2-ის" პროფესიონალთა გუნდი შეძლებს მაღალ დონეზე გააშუქოს ეს ჩემპიონატი და ქართველ გულშემატკივარს მიანიჭოს ის სიამოვნება, რასაც ეს ადამიანები ელოდებიან მთელი 4 წლის განმავლობაში," - აღნიშნა კომენტატორმა, დავით მინაშვილმა.
პირველად არხის ისტორიაში მუნდიალის პირდაპირ ტრანსლირებას Setanta Sports-თან ერთად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახორციელებს. ამერიკის კონტინენტზე 23-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. "რუსთავი 2-ს" ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი ტრანსლირების გამოცდილება უკვე აქვს. დიდი ფეხბურთი არხზე ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატით ბრუნდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი