ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ მაცინკა, საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"თქვენო აღმატებულებავ,
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ეს მნიშვნელოვანი
ისტორიული მომენტი შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოსა და მისი ხალხის მდიდარი ისტორია და კულტურა.
ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვუსურვებ ქართველ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის
პეტრ მაცინკას მისალოც წერილში.