ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის განხეთქილების მიზეზი ამჯერად აქცია და სლოგანი - "საქართველო იმსახურებს უკეთესს" გახდა. ოპოზიციის ნაწილს დღეს უკვე თანაგუნდელებთან უწევს იმის მტკიცება, რომ ხალხის შეკრების პარალელურად, აქციის ტრანსლაცია მნიშვნელოვანია. ოპოზიციის მხარდამჭერები ცინიკურ "ფეისბუკ" სტატუსებს უძღვნიან აქციის სლოგანსაც.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთი სლოგანი საარჩევნო კამპანიისთვისაც
კი ზედმეტად ზოგადი და არაფრისმთქმელია:
"ახლა, რაც არ მომეწონა:
უპირველესად ესაა
კამპანიის სლოგანი.
რა „საქართველო იმსახურებს
უკეთესს?!“
ეს სლოგანი
ვინ მოიგონა საერთოდ?!
ასეთი სლოგანი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ზედმეტად ზოგადი და არაფრისმთქმელია, არათუ საპროტესტო მოძრაობისთვის.
ბანკის რეკლამად თუ გამოდგება, ან რომელიმე სამშენებლო კომპანიის,"- წერს მეტრეველი.
პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე კი წერს:
"ისე მართლა კარგი მთავრობა გვყავს, მაგრამ ცოტა უფრო უკეთესსაც ნამდვილად ვიმსახურებთ".