18 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორში "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური მოკლეს - CNN

ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული დარტყმის შედეგად, "ჰამასის" სამხედრო ფრთის ახლად დანიშნული მეთაური, მოჰამედ ოდეჰი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა, რამდენიმე დღის წინ, მისი წინამორბედიც მსგავსი დარტყმის შედეგად გაანეიტრალა.

ისრაელის სამხედრო ძალებისა და უსაფრთხოების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადების თანახმად, ოდეჰი რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ღაზას ქალაქში სამიზნეების განადგურების ოპერაციის დროს მოკლეს, რომელსაც ის სამალავად იყენებდა.

ცნობისთვის, ისრაელი ოდეჰს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევდა.

 

 

დღის ამბები