04 აგვისტო 2026,   05:10
ვრცლად
მსოფლიო საქართველოს დროში ფერებში განათდა - როგორ აღნიშნეს ქვეყნებმა 26 მაისი 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მნიშვნელოვანი ისტორიული შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მსოფლიო ლიდერებმა კი, საქართველოს მთავრობის წევრებს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი წერილები გამოუგზავნეს.

როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოში:

ინდოეთში, ქ. დელიში, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ქათაბ მინარი" საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბაქოს ორი ღირშესანიშნავი შენობა - ბაქოს ოლიმპიური სტადიონი და ჰეიდარ ალიევის ცენტრი, საქართველოს დროშის გამოსახულებით განათდა.

ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. მადრიდში სიბელესის ემბლემატური შადრევანი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პეტრას, თანამედროვე მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთერთი ღირსშესანიშნაობის მთავარი განძთსაცავის შენობა საქართველოს დროშის გამოსახულებით განათდა.

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დოჰაში, სასტუმრო შერატონი, სასტუმრო თორჩი ასევე ალ-ჯაბერის კოშკები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სოფიის ბიბლიოთეკა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბელგრადში, kula Beograd - ბელგრადის კოშკის შენობაზე გამოისახული იყო საქართველოს დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Monumento a la Revolución

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა. 

დღის ამბები